„ახლა ბრძოლა სულ სხვა გალიაში გაიმართება“ - ომალი მერაბი-იანის რემატჩზე
სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ომალიმ, ახსნა, თუ რა არის მთავარი განსხვავება მასსა და დვალიშვილი-იანს შორის განმეორებით სატიტულო ბრძოლასა და ორწელიწადნახევრის წინ გამართულ პირველ დაპირისპირებას შორის.
ამერიკელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პირველ ბრძოლაში, რომელიც დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, მებრძოლები შემცირებული ზომის გალიაში იბრძოდნენ, ახლა კი მათ ჩვეულებრივი ზომის ოქტაგონში მოუწევთ შეხვედრა.
თეორიულად, დიდი ოქტაგონი ხელსაყრელია დამრტყმელებისთვის, ხოლო პატარა - უპირატესობას მოჭიდავეებს ანიჭებს.
„პიოტრ იანი მერაბის წინააღმდეგ - ამბობენ, რომ პიოტრმა ხელი დაიზიანა ან ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო პირველ ბრძოლამდე. ვიტყვი ასე: პირველი ბრძოლა პატარა გალიაში გაიმართა, ხოლო ბრძოლა პატარა და დიდ გალიაში სრულიად განსხვავებული რამ არის. დანარჩენს რემატჩის შემდეგ ვნახავთ“,
– თქვა ომალიმ თავისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილსა და იანს შორის რემატჩი, 6 დეკემბერს UFC 323-ზე ლას-ვეგასში გაიმართება და ის საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.