ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ხაბიბისა და კონორის ჩხუბზე დიდი მოვლენა“ | ქუთათელაძეს სჯერა, რომ ილია ისლამს მოუგებს

გურამ ქუთათელაძემ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ორთაბრძოლის ხილვის სურვილი გამოთქვა. „ქართველი ვიკინგი“ დარწმუნებულია, რომ „ელ მატადორი“ მახაჩევს დაამარცხებს და თვლის, რომ ეს დაპირისპირება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ჩხუბზე უფრო დიდი მოვლენა იქნება.

„რა თქმა უნდა, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ორთაბრძოლის ნახვა მინდა. ეს ჩხუბი ისეთი მასშტაბის იქნება, რომლის მსგავსიც UFC-ში ჯერ არ ყოფილა. მას შეუძლია, ჩვენი სპორტი სრულიად ახალ დონეზე აიყვანოს და ხაბიბისა და კონორის დაპირისპირებაზე უფრო დიდ მოვლენად იქცეს.

პირადად ჩემთვის ყველაფერი ნათელია — როგორც სპეციალისტს, ანალიტიკოსსა და პროფესიონალ მებრძოლს, ეჭვი არ მეპარება, რომ ილია მახაჩევს დაამარცხებს,“ — განაცხადა ქუთათელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 322-ზე გამართავს და ქვესაშუალო წონის ჩემპიონობისთვის ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. რაც შეეხება ილია თოფურიას, მისი შემდეგი მეტოქე ჯერ უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა იგი პედი პიმბლეტს შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა იჩხუბო ილიასთან | რას ამბობს ხაბიბისა და ისლამის მწვრთნელი
როგორ უნდა იჩხუბო ილიასთან | რას ამბობს ხაბიბისა და ისლამის მწვრთნელი