ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ბევრს მუშაობს და სწრაფია“ | სენტ-ეტიენის ექს-მოთამაშემ ზურიკო შეაქო

„სენტ-ეტიენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პასკალ ფეინდუნომ ზურიკო დავითაშვილი შეაქო. ფეინდუნო გამოცემა Top Mercato-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ლიგა 1-ში დასაწინაურებლად სწორედ ზურიკოსნაირი მოთამაშეა საჭირო.

„ზურიკოს სტილი ძალიან მომწონს. შეუპოვარია, ბევრს მუშაობს და სისწრაფითა და ოსტატურობით გამოირჩევა. ლიგა 1-ში დასაწინაურებლად საჭიროა, გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც სეზონში მინიმუმ 15 გოლს გაიტანენ. „სენტ-ეტიენს“ ზურიკოს სახით სწორედ ასეთი მოთამაშე ჰყავს.

„სენტ-ეტიენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ფილიპ მონტანიე, ძალიან მომწონს. ის გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც ფრანგულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მას ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში უმუშავია და მისი სათამაშო სტილი მომწონს. ვფიქრობ, მას ყველა უნარი აქვს, რათა „სენტ-ეტიენი“ უმაღლეს დივიზიონში დააბრუნოს.“

ცნობისთვის, ლიგა 2-ის 26 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. „მწვანეები“ „ტრუას“ ორი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „ლემანს“ ხუთი ქულით უსწრებენ.z

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე
    „მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე