ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ-ს 7 გოლი, კვარას შესანიშნავი შესრულება | ენრიკეს გუნდის წარმატებული სერია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ლევერკუზენის „ბაიერი’’ შინ პსჟ-სთან 2:7 დამარცხდა. პსჟ-მ სამივე მატჩი მოიგო და ამ მომენტისთვის ლიგის ფაზას „ინტერნთან'' და „არსენალთან'' ერთად ლიდეობს, თუმცა რადგან ლუის ენრიკეს გუნდს მათზე უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს, პირველზეა.

მე-7 წუთზე პაჩომ პსჟ დააწინაურა. 25-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს, გრიმალდომ ძელს გაარტყა, 31-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ანდრიხმა წითელი ბარათი მიიღო, თუმცა 37-ე წუთზე სტუმრებიც 10 ფეხბურთელით დარჩნენ, არბიტრმა ზაბარნი გააძევა და ალექს გარსიამ პენალტიდან წონასწორობა აღადგინა - 1:1. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ პსჟ-ს კარის მიმართულებით დანიშნული ორივე პენალტი ზაბარნის ცუდ თამაშს მოჰყვა, მან თამაშის წესები დაარღვია და საბოლოოდ მატჩის ანტიგმირად იქცა.

სამწუთიან მონაკვეთში კვარაცხელიას მონაწილეობით პსჟ ორი ბურთით წინ გავიდა, 41-ე წუთზე ქართველის პასს დუეს გოლი მოჰყვა - 1:2. 44-ე წუთზე ხვიჩამ შესანიშნავად დაარტყა, ბურთი ორივე ძელს მოხვდა და კარში შეგორდა - 1:3. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ჰაკიმის პასის შემდეგ დუემ დუბლი შეასრულა - 1:4.

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში ორ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. პირველ ტურში „ატალანტას’’ შეუგდო, „ბარსელონასთან’’ ტრავმის გამო არ უთამაშია.

კვარაცხელიას საგოლე პასი და გოლი

50-ე წუთზე ვიტინიას გადაცემის შემდეგ ნუნუ მენდეშმა სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა - 1:5. 54-ე წუთზე ალექს გარსიამ შორი მანძილიდან „ცხრიანში'' გაიტანა, ლუკას შევალიემ რეაქციაც ვერ მოასწრო - 2:5. 63-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, თამაშში უსმან დემბელე ჩართო, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან სამ წუთში ბარკოლას პასის შემდეგ შეაგდო - 2:6. მატჩის საბოლოო ანგარიში ვიტინიამ დააფიქსირა, 90-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა - 2:7.

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პსჟ-მ სამივე მატჩი მოიგო, 13 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა. მეოთხე მატჩს შინ „ბაიერნთან'' გამართავს (4 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზარია გოლის გატანასთან ახლოს იყო | კაირატის ისტორიული ქულა ჩემპიონთა ლიგაზე
ზარია გოლის გატანასთან ახლოს იყო | კაირატის ისტორიული ქულა ჩემპიონთა ლიგაზე