ლევერკუზენი - პსჟ | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში
დღეს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა Le Parisien-მა და L’Equipe-მა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს და ორივე გამოცემის ვერსიით, ხვიჩა დღეს ძირითად თერთმეტეულში იქნება.
L’Equpe:
შევალიე, მარკინიოსი, პაჩო, ჰაკიმი, მენდეში, მაიულუ, ვიტინია, ზაირ-ემერი, ბარკოლა, დუე, კვარაცხელია.
Le Parisien:
შევალიე, მენდეში, პაჩო, ზაბარნი, ჰაკიმი, დუე, ვიტინია, ზაირ-ემერი, ბარკოლა, მაიულუ, კვარაცხელია.
ცნობისთვის, 6-კვირიანი პაუზის შემდეგ გუნდის პარიზული გუნდის განაცხადში უსმან დემბელე დაბრუნდა, თუმცა მედიის ვერსიით, 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენის „ბაიერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.