ლუის ენრიკე
Aa
Aa

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ | ენრიკე ლევერკუზენთან გამარჯვების შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ლევერკუზენის „ბაიერი’’ შინ პსჟ-სთან 2:7 დამარცხდა. პსჟ-მ სამივე მატჩი მოიგო და ამ მომენტისთვის ლიგის ფაზას „ინტერნთან'' და „არსენალთან'' ერთად ლიდეობს, თუმცა რადგან ლუის ენრიკეს გუნდს მათზე უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს, პირველზეა.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე მედიას ესაუბრა: „შეგრძნება მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. ძალიან კარგად ვითამაშეთ. გვქონდა რამდენიმე ძალიან აშკარა მომენტი, გამარჯვებას ვიმსახურებდით. ოდნავ უცნაური იყო, რომ მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა, თამაში შეიცვალა, 10-10 ფეხბურთელით ვთამაშობდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, ბევრ რამეს ვერ აკონტროლებ, მაგრამ ჩვენ ჩვენს ჩვეულ სამუშაოს ვასრულებთ. ვამაყობთ ამ გუნდით.“

ესპანელმა სპეციალისტმა Canal+-სთან უსმან დემბელეზე ისაუბრა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გოლი გაიტანა: „მან გაიტანა, როგორც ხშირად აკეთებდა გასულ სეზონში, ბარკოლას გადაცემის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელებს შორის ასეთი ურთიერთგაგებაა და ისეთი მოთამაშეები, როგორიც უსმანი და მარკინიოსი, ისევ ბრუნდებიან. ჩვენ ბედნიერები ვართ — ასე უნდა გავაგრძელოთ.“ 

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პსჟ-მ სამივე მატჩი მოიგო, 13 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა. მეოთხე მატჩს შინ „ბაიერნთან'' გამართავს (4 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები