რუბენ ამორიმი
Aa
Aa

რუბენ ამორიმი ცვლილებაზე შევიდა | კურიოზი სერია A-ს მატჩში

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „კრემონეზე“ „ჯენოას“ შეხვდა. გუნდებმა მაყურებელს განსაკუთრებული ვერაფერი შესთავაზეს და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ერთი ეპიზოდი მაინც მოექცა.

89-ე წუთზე „ჯენოას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ ცვლილება განახორციელა. იტალიელმა სპეციალისტმა მორტენ ფრენდრუპი გაიყვანა და მის ნაცვლად სათამაშო დრო ალექს ამორიმს მისცა. ეს უკანასკნელი 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც „ჯენოამ“ იანვარში „ალვერკადან“ შეიძინა და სერია A-ში დებიუტი ჰქონდა.

მატჩის ტრანსლაციის რეჟისორებს სასაცილო შეცდომა მოუვიდათ. ცვლილების ეკრანზე გამოტანისას მაყურებლების თვალწინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ფოტო გამოჩნდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფრენდრუპი სწორედ რუბენ ამორიმს ჩაუნაცვლებია.

ცნობისთვის, „ჯენოა“ და „კრემონეზე“ სერია A-ში დასარჩენად იბრძვიან. 25 ტურის შემდეგ მათ 24-24 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში მყოფ „ფიორენტინას“ 3 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითის განცხადება | ილია VS გეიჯი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე
დენა უაითის განცხადება | ილია VS გეიჯი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე