გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლომაია
Aa
Aa

ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში უკანასკნელად 12 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე, „ბარნსლისთან“ (4:1) საშინაო შეხვედრაში გამოჩნდა და მას შემდეგ ზედიზედ რვა მატჩია თადარიგში რჩება. ქართველ გულშემატკივართა უმეტესობა იმედოვნებდა, რომ გიორგი გუშინ ითამაშებდა, რადგან „წითლებს“ ისევ სათასო დაპირისპირება უწევდათ, თუმცა არნე სლოტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ამ თამაშშიც ნდობა ალისონს გამოუცხადა.

Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა ფეხბურთელმა, წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლომაიამ გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებული ამბების გარდა, ერთა ლიგის კენჭისყრაზე და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა.

გიორგი ლომაია

ნამდვილად ძლიერი ჯგუფია და არც ერთი მეტოქე არ არის სუსტი. გვაქვს უკრაინასთან თამაშის გამოცდილება და ვიცით ამ გუნდის რეალური შესაძლებლობების შესახებ. ადრე მოგვიწია დაპირისპირება უნგრელებთან, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევარი ნაკრებია, რომლის ძირითად ბირთვსაც ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები წარმოადგენენ. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენს ხელთაა და მჯერა, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია.

რას არის საქართველოს ნაკრებში შესაცვლელი? ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ჩვენგან არ ესწავლება, რისი შეცვლაა საჭირო. მომავალ ერთა ლიგაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმატებულ სტარტს ექნება და იმედია გამარჯვებით დავიწყებთ.

უთამაშებლობა ყველაზე მტკივნეული ყოველთვის მეკარისთვის არის. გიორგი მამარდაშვილი ისეთ კლუბში გამოდის, იქ ვარჯიშიც სასიამოვნოა, მაგრამ თამაში აუცილებელია. ალისონი წასვლას აპირებდა და ალბათ წავა კიდევაც, რის შემდეგაც გიორგი „ლივერპულის“ პირველი გოლკიპერი გახდება. იქამდე კი დარწმუნებული ვარ ალისონისგან ბევრ რამეს ისწავლის და ორჯერ უფრო მაგარი გახდება, ვიდრე ახლა არის, რადგან მამარდაშვილი ნამდვილი პროფესიონალია და ყოველდღიურად ვითარდება.

ცნობისათვის, გიორგი ლომაია საქართველოს ნაკრების ღირსებას 1998-2010 წლებში იცავდა. 12 წლის მანძილზე მან „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, საიდანაც საკუთარი კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ“ - ლევან კორღალიძის შეფასება
„ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ“ - ლევან კორღალიძის შეფასება