ლოჩოშვილის აღიარება | Kicker-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 22-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „კარლსრუე“ გაანადგურა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 5:1 მოიგო და ლოჩოშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ლუკა დაცვაში საიმედო იყო და კარგი თამაში დაუფასდა. ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, Kicker-მა 27 წლის მცველი გამოარჩია და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ლოჩოშვილი Kicker-ის ტოპ 11-ში მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა.
„კარლსრუესთან“ შეხვედრაში „ლოჩოს“ სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 72 შეხება ბურთთან, 2 ჩაჭრა, 3 ამოტანილი ბურთი, 7-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 57-დან 53 ზუსტი პასი (93%) და 6-დან 5 ზუსტი გრძელი პასი. ლუკამ 5-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.
ცნობისთვის, 22 ტურის შემდეგ „ნიურნბერგს“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციას იკავებს. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 თებერვალს გამართავს და სტუმრად „ბოხუმს“ დაუპირისპირდება.