გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

საგოლე გადაცემასთან ორჯერ იყო ახლოს | მაისურაძის სადებიუტო გოლი უკრაინაში

უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი მაისურაძის „პოლისია ჟიტომირი“ ბოლოადგილოსან „პოლტავას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პრობლემების გარეშე იმარჯვა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

მაისურაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 71-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „პოლისია ჟიტომირის“ რიგებში, უკრაინის პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. გიორგიმ მარჯვენა ფლანგზე კარგად იმოქმედა, მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

მაისურაძე საგოლე გადაცემასთანაც ახლოს იყო და თანაგუნდელები ხელსაყრელ პოზიციაში ორჯერ დატოვა. გიორგის ჩაწოდების შემდეგ გოლის გატანის შანსი ბოგდან მიხაილიჩენკოს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა; მეორე ნახევარში კი ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ მიკოლა გაიდუჩიკი დარჩა, თუმცა მომენტი მანაც ვერ გამოიყენა.

ცნობისთვის, „პოლისიას“ 46 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. 20 აპრილს მაისურაძე და კომპანია სტუმრად მეორეადგილოსან „შახტარს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დედას დაუჯერე | რა ისწავლა ილია თოფურიამ განქორწინების შემდეგ
დედას დაუჯერე | რა ისწავლა ილია თოფურიამ განქორწინების შემდეგ