ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო: ერთ-ერთი იშვიათი მწვრთნელი ვარ, ვინც რეალიდან თავისი ნებით წავიდა

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „რეალთან“ მატჩის წინ, მადრიდული კლუბიდან თავისი წასვლის პერიოდი გაიხსენა.

გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად, პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.

„ბოლოს ფლორენტინო პერესთან მაშინ ვისაუბრე, როცა „ბენფიკასთან“ კონტრაქტი გავაფორმე და მან მომილოცა. იმედი მაქვს, ხვალ ის მოვა. შესანიშნავი მეგობრობა გვაკავშირებს და ამის დამალვა საჭირო არ არის. როდესაც მივდიოდი, პრეზიდენტმა და გენდირექტორმა, ხოსე ანხელმა მითხრეს, რომ მე მაშინ მივდიოდი, როცა კარგი, მარტივი პერიოდი იწყებოდა და მძიმე სამუშაო უკვე შესრულებული მქონდა. მაგრამ ჩავთვალე, რომ დრო იყო, რადგან ჩემი ოჯახი პირველ ადგილზეა. თავიდან მარტივი არ იყო, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც გვერდით იყო და არა ჩემი. მე, ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი მწვრთნელი ვარ, ვინც „მადრიდი“ საკუთარი ნებით დატოვა და არ გაათავისუფლეს. თუ საკუთარი სურვილით მიდიხარ, სინდისი სუფთა გაქვს“, – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი სამეფო გუნდს 2010-2013 წლებში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
„შეეძლო მთელი გუნდი მოეტყუებინა“ | ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე