ჟოზე მოურინიო, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

მოურინიომ თუ პორტუგალიის ნაკრები ჩაიბარა, ბენფიკას მწვრთნელი ამორიმი გახდება | ESPN

ჟოზე მოურინიო, შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

ESPN-ის ინფორმაციით, 63 წლის სპეციალისტს, რომელიც ამჟამად „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელია, ნაკრებში მუშაობას შესთავაზებენ მას შემდეგ, რაც რობერტო მარტინესს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე კონტრაქტი ამოეწურება.

იმ შემთხვევაში, თუ მოურინიო პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებას დათანხმდება, „ბენფიკაში“ ის შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ პორტუგალიური კლუბი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. ის წარსულში ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა „პორტუ“, „ჩელსი“, „რეალი“ და „ინტერი“.

რაც შეეხება ამორიმს, ის „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე