ენტონი ედვარდსი
Aa
Aa

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი | ენტონი ედვარდსი MVP გახდა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ საშინაო არენაზე, „ინთუით დოუმში“ NBA-ის 2026 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. „ოლ სტარზე“ განსხვავებული ფორმატი ვიხილეთ და აშშ-ის ორი ნაკრები (ვარსკვლავები და ხაზები) მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდა.

პირველ თამაშში ერთმანეთს მსოფლიო ნაკრები და აშშ-ის გუნდი, „ვარსკვლავები“ შეხვდნენ. მატჩი ერთ მეოთხედს, 12 წუთს გაგრძელდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა - 32:32. საბოლოოდ, მსოფლიო ნაკრები 35:37 დამარცხდა.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს აშშ-ის ორი გუნდი, „ვარსკვლავები“ და „ხაზები“ დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო მატჩში „ხაზებმა“ 42:40 მოიგეს. მესამე შეხვედრაში „ხაზებმა“ მსოფლიო ნაკრები 48:45 დაამარცხეს და ფინალში ერთმანეთს აშშ-ის ორი ნაკრები დაუპირისპირდა. საჩემპიონო თამაში ცალმხრივი გამოდგა და „ვარსკვლავებმა“ „ხაზებს“ 47:21 მოუგეს.

„ოლ სტარის“ MVP ენტონი ედვარდსი გახდა, რომელმაც სამ შეხვედრაში ჯამში 32 ქულა ჩააგდო. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: კეიდ კანინგემი, ტაირიზ მაქსი, სკოტი ბარნსი, დევინ ბუკერი, ჯეილენ დურენი, ენტონი ედვარდსი, ჩეტ ჰოლმგრენი, ჯეილენ ჯონსონი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოლი და საგოლე პასი | კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია
    გოლი და საგოლე პასი | კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია