გოლი და საგოლე პასი | კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია
იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში ფროზინონემ სპეციასთან გასვლით მატჩში ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა, გოლი ქართველი გარემარბის გიორგი კვერნაძის ანგარიშზეა, საგოლე პასი ფარეს გეჯემისმა შეასრულა. 56-ე წუთზე კვერნაძის საგოლე პასით გეჯემისმა შეაგდო და ანგარიში 0:2 გახდა. შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა, კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს.
სერია B-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძემ 23 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, მასიმილიანო ალვინის გუნდს 5 გოლითა და 4 საგოლე პასით დაეხმარა. მიმდინარე სეზონი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული აქვს, ბოლო ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
23 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ფროზინონეში მესამე სეზონს ატარებს, კლუბთან კონტრაქტი 2027-28 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
25 ტურის შემდეგ ფროზინონე 52 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ ვენეციას 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 20 თებერვალს ემპოლის მიიღებს.