ალვარო მორატა, სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

“სხვა სპორტში უნდა იყოს“ - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა

სერია ა-ს მორიგ ტურში კომომ გასავარდნ ზონაში მყოფ ფიორენტინას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის მიწურულს, მოედნიდან ალვარო მორატა გააძევეს, რაზეც კომოს მთავარ მწვრთნელს სესკ ფაბრეგასს მწვავე რეაქცია ჰქონდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა მორატასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა.

ფაბრეგასი:

„მოლოდინი გაცილებით მაღალი მაქვს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელისგან, როგორიც ალვარო მორატაა. ის არ უნდა უშვებდეს იმას, რომ სხვა მოთამაშის ქცევის გავლენის ქვეშ მოექცეს.

პროვოკაცია ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ვისაც ამის მიღება და მოთმენა არ შეუძლია სხვა სპორტში უნდა იყოს.“

შეგახსენებთ, რომ კომოს 24 ტურის შემდეგ, 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება მორატას, მიმდინარე სეზონში, სერია ა-ში ჩატარებულ 15 მატჩი მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები