ზამთრის სახეობები
Aa
Aa

წიკლაურის სარეკორდო - ქართველი მოთხილამურის შედეგი ცნობილია

ნინო წიკლაური მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ჩაერთო და მართალია არც მედალი მოუპოვებია და არც კარიერის დასამახსოვრებელი შედეგი არ უჩვენებია, თუმცა ქართველ სამთო-მოთხილამურეს დღევანდელი დღე არასოდეს დაავიწყდება, რადგან ის გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მეხუთე ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზა.

ნინომ გიგანტურ სლალომში მოსინჯა ძალები და პირველი დაშვების დროს მოცემული მანძილი 1:12:39 წუთში დაფარა, რაც 55-ე მაჩვენებელი იყო. მეორე გამოსვლისას კი ფინიშის ხაზთან 1:19:40 წუთში მივიდა - შედეგად ორი პროგრამის ჯამში 49-ე პოზიცია დაიკავა. ჩემპიონი იტალიელი სპორტსმენი გახდა, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს შესაბამისად, შვედი და ნორვეგიელი სამთო-მოთხილამურეები დაეუფლნენ.

ცნობისათვის, ქართველი სპორტსმენებისთვის ზამთრის ოლიმპიადის დღევანდელი საშეჯიბრო დღე ამით არ სრულდება - თბილისის დროით 22:45 წუთიდან ფიგურული ციგურაობის ტურნირი განახლდება, სადაც ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილი მოკლე პროგრამას შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყვითელაშვილის რეკორდი გაიმეორა - ეგაძისთვის ისტორიული ოლიმპიადა
ყვითელაშვილის რეკორდი გაიმეორა - ეგაძისთვის ისტორიული ოლიმპიადა