უდინეზე, დაჩი ლორთქიფანიძე, საბა გოგლიჩიძე, კრემონეზე
Aa
Aa

„სტაბილური და მშვიდი“ - იტალიური მედია გოგლიჩიძის და ლორთქიფანიძის თამაშს აფასებს

გუშინ, სერია A-ს მე-7 ტურის დასკვნით მატჩში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ სტუმრად დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მცველმა 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, სხვა მხრივ კი უშეცდომო იყო და გაშვებულ გოლშიც ბრალეულობა არ მიუძღვის. რაც შეეხება დაჩი ლორთქიფანიძეს, ქართველი მცველი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო და სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. დარჩენილ დროში, ახალგაზრდა ფეხბურთელი სტაბილური იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

დაჩი ლორთქიფანიძის შეფასება:

Eurosport.it – 6 ქულა: სერია A-ში სადებიუტო მატჩი ჰქონდა და ნახევარი საათი ითამაშა. სტაბილური იყო, ზედმეტი აღელვების გარეშე.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: მოედანზე შემოსვლის წუთიდან მატჩის რითმს კარგად მოერგო. ნახევარდაცვაში იბრძოდა და დაცვასაც ეხმარეობდა.

Calciomercato – 6 ქულა: მოედანზე ყოფნის 30 წუთში მან ყველა თანაგუნდელზე მეტი გააკეთა.

საბა გოგლიჩიძის შეფასება:

Eurosport.it – 6 ქულა: პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა მის გუნდს თითქმის ძვირად დაუჯდა. თუმცა, ამის შემდეგ საკმაოდ ზუსტი იყო და საინტერესო ეპიზოდებიც ჰქონდა.

Calciomercato – 5.5 ქულა: ვარდისგან საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიდა და მოწინააღმდეგეები გასასვლელს ყოველთვის მისი პოზიციიდან პოულობდნენ.

Udinetoday – 5.5 ქულა: შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე დიდი საფრთხეები მისი პოზიიდან მოდიოდა. ქართველისთვის საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, განსაკუთრებით პირველ ნახევარ საათში, რა დროსაც ყვითელი ბარათიც მიიღო.

Tuttoudinese – 5.5 ქულა: პირველ ტაიმში, აჩქარებების დროს ძალიან უჭირდა და მხოლოდ რიგ ეპიზოდებში იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. მეორე ნახევარში თამაში გააუმჯობესა, მაგრამ საერთო ჯამში, მისთვის საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა.

Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: უდინეზეს დაცვას ხშირად უჭირდა, ისევე როგორც მას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „უდინეზეს“ მაისურით მე-4 შეხვედრა ჩაატარა და ზედიზედ მე-2 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, დაჩი ლორთქიფანიძემ კი როგორც გითხარით, სერია A-ში „კრემონეზეს“ მაისური პირველად მოირგო.

7 ტურის შემდეგ „უდინეზე“ სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, „კრემონეზე“ კი 10 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს, ლორთქიფანიძის გუნდი კი ასევე 25 ოქტომბერს, „ატალანტას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტს ვითამაშებ“ - გოგლიჩიძე კრემონეზესთან მატჩის შემდეგ
„იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტს ვითამაშებ“ - გოგლიჩიძე კრემონეზესთან მატჩის შემდეგ