ვილიარეალი, მანჩესტერ სიტი, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - მარსელინო სიტისთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ვილიარეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და უშანსოდ 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარასელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეთა.

მარსელინო:

„პირველ ტაიმში მათ ჩვენზე დიდი გავლენა იქონიეს. თავიდან მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამის შემდეგ თითქოს ჩვენს თავში ეჭვი შეგვეპარა. გაშვებული გოლის შემდეგ კი გაგვიჭირდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა საუკეთესოდ ვთამაშობდით მეორე გოლი გავუსვით. ამ გოლის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ისეთი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, როგორიც მანჩესტერ სიტია, მაგრამ მეორე ტაიმში ჩემი გუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით ძალიან ვამაყობ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვხედავ იმ გუნდს, რომლის ნახვაც მსურს და ვხედავ, რომ ისინი აღფრთოვანებულები არიან.“

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, ვილიარეალს სატურნირო ცხრილში 1 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის 30-ე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში მარსელინოს გუნდი პაფოსს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ | ენრიკე ლევერკუზენთან გამარჯვების შემდეგ
ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ | ენრიკე ლევერკუზენთან გამარჯვების შემდეგ