პოლ სქოულზი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

„ყველაზე სანახაობრივი გუნდი გვყავს“ - არტეტამ სქოულზს უპასუხა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროპაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელის, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტის, პოლ სქოულზის კრიტიკას უპასუხა.

რა თქვა სქოულზმა:

„თუ „არსენალი“ პრემიერლიგას მოიგებს, ყველაზე ცუდი ჩემპიონი შეიძლება გახდეს. სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენა რომ მოისურვოთ და შემტევებზე გადახვიდეთ, „არსენალიდან“ ამ გუნდში ვერავინ მოხვდება.

შეხედეთ წინა ჩემპიონებს - მაგალითად, „ლივერპულს“ შესანიშნავი შემტევები ჰყავდა. ერთადერთ გამონაკლისს არტეტას გუნდში ბუკაიო საკა წარმოადგენს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ამ სეზონში ბრწყინავს - მას ცოტა გოლი და ასისტი აქვს“.

„მეთოფეების“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ამ კრიტიკას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყველაზე სანახაობრვივი გუნდი ჰყავს.

„მთელი ევროპა ამბობს, რომ ყველაზე სანახაობრივი გუნდი გვყავს - ბევრი გოლი გაგვაქვს და კარს მშრალად ვინახავთ. ალბათ, მე სხვა წყაროები მყავს. არ ვიცი, ვინ გვაკრიტიკებს. გამომიგზავნეთ სახელები, მისამართები და ელექტრონული ფოსტის მისამართები - შესაძლოა, მათთან გასაუბრება შევძლო“.

ცნობისთვის, დღეს „არსენალი“ ლიგის თასის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩს გამართავს. პირველი მატჩი „მეთოფეების“ გამარჯვებით დასრულდა (3:2). 

პრემიერლიგაში არტეტას გუნდი მეორეადგილოსან „სიტის“ 6 ქულით უსწრებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 8-დან 8 მატჩი მოიგო და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაფინია ტრავმის გამო ერთ კვირას გამოტოვებს
რაფინია ტრავმის გამო ერთ კვირას გამოტოვებს