დინამო ბათუმი, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

3 მარცხი და 1 გატანილი გოლი | დინამო ბათუმმა შეკრების პირველი ნაწილი დაასრულა

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში დინამო ბათუმმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, ყაზახურ ტობოლთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე შეკრების ფარგლებში სამივე შეხვედრა დათმო. ტობოლთან მატჩამდე ბოსნიურ სლოგა დობოისთან (0:3) და მაკედონიურ სილეკსთან (1:2) დამარცხდა.

მიუხედავად უარყოფითი სტატისტიკისა, მოსამზადებელ ეტაპზე შედეგი პრიორიტეტული არ არის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აჭარულ კლუბში მძიმე ფინანსური კრიზისის შემდეგ გუნდის შენება პრაქტიკულად ნულიდან იწყება. ჭიაბრიშვილის განკარგულებაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც საჭირო გამოცდილებას სწორედ ახლა იღებენ. ასევე გეტყვით, რომ კლუბს 2026 წლის ივნისამდე ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს (იხილეთ).

დღევანდელი მატჩით დინამო ბათუმის თურქული შეკრების პირველი ნაწილი დასრულდა. მცირე შესვენების შემდეგ, 7 თებერვალს, კლუბი შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებს.

ფოტო/ვიდეო: დინამო ბათუმის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები