ღუდუშაურის დუბლი, ბართიშვილის საგოლე პასი | იბერიამ ვერესთან 2:2 ითამაშა
თურქულ შეკრებაზე იბერიამ უკრაინულ ვერესთან 2:2 ითამაშა. გუგა ნერგაძის გაწვრთნილი გუნდიდან პაატა ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა, საგოლე პასები ზვიად ნაჭყებიასა და ანდრია ბართიშვილის ანგარიშზეა.
იბერიას სასტარტო 11 პირველ ტაიმში: მეგრელიშვილი, ქობულაძე, ჯგერენაია, ამისულაშვილი, გოგსაძე, დადიანი, ქარდავა, ბართიშვილი, ნაჭყებია, ღუდუშაური, ძაგანია.
მეორე ტაიმში შემდგეგმა მოთამაშეებმა ითამაშეს: კურტანიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია (15), გიუნაშვილი (30), ამისულაშვილი (15), ბოჭორიშვილი, ცხოვრებაშვილი, დადიანი (15), ბიძინაშვილი (30), გოშთელიანი, ქვარცხავა (30), ბაბუნაძე (15), ხაჩიძე (30), გოგილაშვილი (15), ახვლედიანი.
შეგახსენებთ, იბერიამ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი სლოვაკურ რუჟომბეროკთან გამართა, მატჩი 1:1 დასრულდა, თბილისური გუნდიდან ღუდუშაურის საგოლე პასით ამირან ძაგანიამ გაიტანა. იბერია შემდეგ მატჩებს კიევის დინამოსთან (9 თებერვალი) და პეტროკუბთან (12 თებერვალი) ჩაატარებს.