დინამო თბილისი
Aa
Aa

ტუნისელი ფორვარდი და თურქული შეკრება | დინამო თბილისის მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ხვალ ანტალიაში გაემგზავრება. თურქულ შეკრებაზე ხუთ ამხანაგურ მატჩს შემდეგ გუნდებთან ჩაატარებს: დონეცკის შახტარი (7 თებერვალი), ლატვიური აუდა (10 თებერვალი), უკრაინული ვერესი (13 თებერვალი), უზბეკური ნავბაჰორ ნამანგანი (16 თებერვალი), ყაზახური კასპიი აქტაუ (17 თებერვალი).

დინამომ 26 წლის ტუნისელი ფორვარდი იედ ჰაჯი ხალიფა დაიმატა. 1,92 მ. სიმაღლის თავდამსხმელს მხოლოდ სამშობლოში, ტუნისის ჩემპიონატის კლუბებში უთამაშია. ტატუინის, რადეზის, ჰამამ-ლიფის, მონასტირის და ბენ ჟერდანის ღირსებას იცავდა. ტუნისის ლიგა 1-ში 36 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 2024 წელს აფრიკის ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ მატჩში 1 გოლი შეაგდო.

შეგხსენებთ, ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეონარდუ სანტუში და 22 წლის პორტუგალიელი გარემარბი რუი მონტეირუ შეუერთდნენ (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები