ლევერკუზენი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გოლის აღნიშვნა - რას ნიშნავს კვარას ახალი ჟესტი

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ლევერკუზენის ბაიერის კარი აიღო.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლი სხვანაირად აღნიშნა. აქამდე ის კალათბურთელ სტეფ კარის მსგავსად აღნიშნავდა. ორი ხელი სახეზე და ძილის იმიტაცია.

დღეს კი მან ახალი აღნიშვნა შემოგვთავაზა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი კიდევ ერთ კალათბურთელს დ’ანჯელო რასელის ცნობილ “ice in my veins“-ს უკავშირდება.

ამ ჟესტის პოპულარიზაცია სწორედ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ყოფილმა გამთამაშებელმა დაიწყო, რომელიც ახლა უკვე მრავალი სპორტსმენისა და ფეხბურთელის საყვარელი აღნიშვნაა. მისი მნიშვნელობაა, რომ მოთამაშე მშვიდი და აუღელვებელი დარჩა გადამწყვეტ მომენტში.

ზუსტად ასე იყო ხვიჩას შემთხვევაშიც: დარტყმის მომენტში არ აღელდა და თავისი გოლით მთელი პარი სენ ჟერმენი დაამშვიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუპერვარსკვლავმა გოლის გარდა საგოლე პასიც შეასრულა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. შემდეგ ტურში პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები