“თავის ადგილზე რომ დარჩენილიყო, რეაგირებას მოასწრებდა“ - ფოსტერი მამარდაშვილზე
როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის გასულ ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ლივერპული 2:1 დაამარცხა.
უცვლელად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც აღნიშნული მატჩის შემდეგ, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.
ქართველი მეკარის თამაშთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ყოფილმა მეკარემ ბენ ფოსტერმა დააფიქსირა.
ფოსტერი:
„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ის მოხდა სივრცეში, რომელშიც მოქმედებისთვის ადგილი აღარ ჰქონდა. მბუიომ თავისი ქმედებით სივრცე დახურა და მამარდაშვილს რეაგირებისთვის საჭირო დრო შეუზღუდა. გიორგი მხოლოდ იმის იმედად იყო, რომ ბურთი მოხვდებოდა. თავის ადგილზე რომ დარჩენილიყო, რეაგირებას მოასწრებდა. როცა თამაში ხშირად არ გიწევს, მსგავსი რაღაცების კეთებას მაშინ იწყებ.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში 4 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც სამში სამწუხაროდ დამარცხდა. ქართველმა კარის დარაჯმა საუთჰემპტონის, გალათასარაის, ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის წინააღდეგ ითამაშა. გამარჯვება მხოლოდ EFL Cup-ზე საუთჰემპტონის წინააღდეგ მოახერხა.