ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„თოფურიამ კინაღამ მოკლა“ | ჟან სილვასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება

ჟან სილვა და მაქს ჰოლოუეი ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა „დალოცვილი“ გამოიწვია. სილვამ თეთრი სახლის ქარდზე, ჰოლოუეისთან, BMF-ის სიმბოლურ საჩემპიონო ქამარზე ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

ჰოლოუეიმ სილვას მალევე უპასუხა: „რაიმე ნარკოტიკულ საშუალებას იღებს? ღმერთო ჩემო! არ უყურა დიეგო ლოპესმა რა უქნა? ალბათ ხუმრობს, სხვა ვარიანტი არაა. ამ ტიპს ალბათ ისევ ტვინის შერყევა აქვს. სერიოზულად ვერ ვიღებთ, რასაც ამბობ.“

„დალოცვილის“ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სილვამ კომენტარი გააკეთა და ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ჩხუბი გაიხსენა: „ამას ამბობს ტიპი, რომელიც კინაღამ მოკვდა, როდესაც ილია თოფურიამ დაანოკაუტა, შემდეგ კი BMF-ის ქამრისთვის იჩხუბა.“

შეგახსენებთ, რომ სილვამ ბოლო ბრძოლა დიეგო ლოპესთან გამართა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება ჰოლოუეის, ილიასთან წაგების შემდეგ, მან BMF-ის ქამარი დასტინ პორიესთან დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვედური საფეხბურთო ზღაპარი | 1500-კაციანი სოფლის გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდა
შვედური საფეხბურთო ზღაპარი | 1500-კაციანი სოფლის გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდა