“მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა“ - კვარა ლევერკუზენთან მატჩის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენის ბაიერნის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
ხვიჩა:
„ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნებამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ვიცით, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. დღეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო. სწრაფი გოლი გავიტანეთ და მეტოქეს ყველა ასპექტში ვაჯობეთ.
ახლა ბაიერნზე არ ვფიქრობთ. ჩვენი ყველა თამაში ყველა მეტოქისთვის მესიჯია. საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები და არა სხვა გუნდებზე. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
ჩემი გოლი? ვფიქრობ კარგი იყო, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა. მეგონა ბურთი ცდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 28-ე მატჩი ჩაატარა, მეშვიდე გოლი გაიტანა და მერვე საგოლე გადაცემა შეასრულა. (ჯამში ნაპოლის და პსჟ-ს შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების მიხედვით.) შემდეგ ტურში პარი სენ ჟერმენი ბაიერნს დაუპირისპირდება.