ჯიმი ბატლერი, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

დონჩიჩის 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ლეიკერსმა გოლდენ სტეიტთან წააგო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის ახალი სეზონი საშინაო არენაზე გამართული მატჩით გახსნა და „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდა. ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ ვერაფერი დაუპირისპირა და 109:119 დამარცხდა.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე „გოლდენ სტეიტს“ მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა - 55:54. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „უორიორსმა“ 10 ქულით მოიგო და კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო - 31 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. სტეფ კარიმ 23 ქულა და 4 ასისტი მიითვალა. ბადი ჰილდსა და ჯონათან კუმინგას 17-17 ქულა ჰქონდათ. „ლეიკერსის“ მხრიდან ფენომენალური იყო ლუკა დონჩიჩი - 43 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. ოსტინ რივზმა 26 ქულა, 5 მოხსნა და 9 პასი გააკეთა.

გეტყვით იმასაც, რომ „ლეიკერსი“ მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „გოლდენ სტეიტი“ „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოლის აღნიშვნა - რას ნიშნავს კვარას ახალი ჟესტი
    გოლის აღნიშვნა - რას ნიშნავს კვარას ახალი ჟესტი