გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ მურსია გაანადგურა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ მურსიას უმასპინძლა და 96:80 გაანადგურა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 56 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მატჩის მიმდინარეობისას გიორგიმ 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 5 აღმოჩნდა. სამი საჯარიმო ტყორცნიდან სამივე ჩააგდო.

4 მოხსნიდან ოთხივე საკუთარ ფარზე შეასრულა. შერმადინმა ორი პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრიზუელასთან ერთად საუკეთესო იყო | შენგელიას ბარსელონა დუბაისთან დამარცხდა
ბრიზუელასთან ერთად საუკეთესო იყო | შენგელიას ბარსელონა დუბაისთან დამარცხდა