დავიდ ალაბა
Aa
Aa

ალაბას რეალთან ახალი კონტრაქტი სურს, რაც ნაკლებად სავარაუდოა - პლეტენბერგი

დავიდ ალაბას „რეალში“ დარჩენა სურს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა

33 წლის ავსტრიელი მცველის კონტრაქტი „ბლანკოსთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ალაბა იბრძვის, რომ „რეალთან“ ახალი ხელშეკრულება მოიპოვოს. დავიდი გუნდში ლიდერად ითვლება და პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, როგორც ჟურნალისტი წერს, ამ მომენტისთვის ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ „რეალი“ ფეხბურთელთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ალაბა შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, მაგრამ ავსტრიელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.

აღსანიშნავია, რომ დავიდს ტრავმები ხშირად აწუხებს. მაგალითად, 2023 წლის 18 დეკემბერს, ალაბამ მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და მას შემდეგ 60 მატჩი გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ დავიდი „რეალის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მას შემდეგ როგორც ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი თითოჯერ მოიგო.

გეტყვით ასევე, რომ ამ სეზონში მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზარო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?
„გუნდის ისტერიული ხასიათი“ - რა მოხდა მამარდასა და სობოსლაის შორის?