ალაბა ტრავმირებულია - რეალს კლასიკოს წინ 6 მცველი აკლია
მადრიდის „რეალს“ „ელ კლასიკოს“ წინ დავიდ ალაბაც გამოაკლდა.
ავსტრიელი მცველი „ხეტაფესთან“ (1:0) ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩის შესვენებაზე შეცვალეს. როგორც The Athletic-ი იუწყება, ალაბას მარჯვენა ფეხის წვივის კუნთის ტრავმა დაუდგინდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავსტრიელი, სავარაუდოდ, „ბარსელონასთან“ თამაშს ვერ შეძლებს, რომელიც ლა ლიგის მე-10 ტურში 26 ოქტომბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ „რეალის“ შემადგენლობაში ამჟამად კიდევ 6 მცველია ტრავმირებული. გავრცელებული ინფორმაციით, „კლასიკოს“ ნამდვილად გამოტოვებენ ფერლან მენდი და ანტონიო რუდიგერი, ასევე ტრავმების შემდეგ აღდგენით პროცესში არიან დანიელ კარვახალი, დინ ჰუისენი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. მათი თამაშიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ტრავმიანობის მხრივ პრობლემები ორივე გუნდს აქვს. „ბარსელონას“ „კლასიკოში“ დადასტურებულად დააკლდება - ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, დანი ოლმო, ჟოან გარსია, ტერ შტეგენი და გავი. რაფინიას დაბრუნებას ელიან, თუმცა 100%-ით მზად არც ის იქნება.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ კვირას, ჩვენი დროით 19:15-ზე გაიმართება.