ბარსა მე-2, აიაქსი მე-4 - მსოფლიოს TOP 10 საფეხბურთო აკადემია
„ბარსელონამ“ საკლუბო აკადემიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES-მა ასი საუკეთესო საკლუბო აკადემიის რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევაში მსოფლიოს 49 ლიგა შეისწავლეს. კლუბები ადგილების მიხედვით განლაგებულია ფეხბურთელთა მომზადების ინდექსის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მომზადებული მოთამაშეების რაოდენობას, იმ კლუბების დონეს, რომლებშიც ისინი გასულ წელს თამაშობდნენ, და ჩატარებული წუთების რაოდენობას.
მსოფლიოს საკლუბო აკადემიების რეიტინგს, ისევე როგორც ერთი წლის წინ, „ბენფიკა“ ლიდერობს. პორტუგალიელთა 93 აღზრდილმა მოთამაშემ 49 ლიგაში ითამაშა.
მსოფლიოს 10 საუკეთესო საკლუბო აკადემია:
1) „ბენფიკა“ (მომზადების ინდექსი – 105,1; აღზრდილთა რაოდენობა – 93)
2) „ბარსელონა“ (98,7; - 76)
3) „რივერ პლეიტი“ (98,3; - 97)
4) „აიაქსი“ (97,6; - 80)
5) „ბოკა ხუნიორსი“ (95; - 86)
6) „სპორტინგი“ (83,4; - 76)
7) ზაგრების „დინამო“ (77,9; - 77)
8) „დეფენსორ სპორტინგი“ (77; - 88)
9) „რეალ მადრიდი“ (74,8; - 58)
10) „ველეს სარსფილდი“ (73,8; - 70)