ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი: “ბერნაბეუზე ილიას სახეში დავარტყამ და შემდეგ ნახევარ რეალს ვცემ“

პედი პიმბლეტი აშკარად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა UFC-ში, თუმცა მან ეს პოპულარობა მეტწილად ილია თოფურიასთან კონფლიქტის ხარჯზე მოიპოვა.

ინგლისელი მებრძოლი ესპანურ ავტორიტეტულ გამოცემა MARCA-ს სწორედ ილია თოფურიას შესახებ ესაუბრა.

პიმბლეტი:

„თავიდანვე ვიტყვი, რომ ილია ესპანელი ან ქართველი არ არის. თავს ასე წარმოაჩენს, მაგრამ გერმანელია. ასე იმიტომ იქცევა, რომ მეტი გულშემატკივარი მიიზიდოს. რეალობა ისაა, რომ გერმანიაში დაიბადა. ძალიან მინდა მასთან ბრძოლა. იმედია ეს ბრძოლა შედგება. ვფიქრობ, აქამდე ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა კონტრაქტს, რომ ხელს აწერდეს, მაგრამ ის ყოყმანობს. კულისებში ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ, როდესაც კონტრაქტის ხელმოწერაზე მიდგება საქმე, საკუთარ თავს არ დაასახელებს.

ახლა ჩვენი ბრძოლის იდეალური დროა. როდესაც ის მსუბუქ წონაში გადავიდა, ვუთხარი, რომ მე უნდა დამპირისპირებოდა. ტიტულისთვის ბრძოლა? რა თქმა უნდა, არიან ისეთები, ვინც ამას ჩემზე მეტად იმსახურებენ, მაგრამ მომეცით ბრძოლა და ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება, რაც კი UFC-ის ოდესმე უნახავს. ჩვენ ერთმანეთი არ მოგვწონს. ორივეს გვსურს ერთმანეთს ტკივილი მივაყენოთ. მას სიამოვნებით დავარტყამდი იდაყვს.

მომეცით ბრძოლა! მან საკმარისად ბევრი ისაუბრა კულისებში, კამერებს მიღმა, ყველაფრის მიღმა.. მაგრამ ახლა საქმე ბრძოლის კონტრაქტის ხელმოწერას ეხება. ის ამას არ აკეთებს. დიახ, ჩვენ შორის პირადული დაპირისპირებაა, რადგან მან მოიტყუა. მან განაცხადა, რომ ომზე რაღაც ვთქვი. მე ეს არასდროს გამიკეთებია. მან ჩემზე თავდასხმა მაშინ სცადა, როცა მე მარტო ვიყავი და ის 10 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. არავის ეცოდინებოდა ვინ არის ილია თოფურია, რომ არა მე.. მან სახელი ჩემი დამსახურებით გაითქვა. ის ახლა ჩემპიონიც კი არ იქნებოდა.

ილიას ნებისმიერ ადგილზე შევებრძოლები. მის ეზოშიც კი.. არ მადარდებს არაფერი, მე მხოლოდ მასთან ჩხუბი მსურს. მინდა მას ქამარი წავართვა და ვატკინო. ბერნაბეუ ნაგავია? მე ეს პირდაპირი გაგებით არ მითქვამს. ბერნაბეუ დიდებული სტადიონია, მაგრამ ეს მათი ეზოა და აქედან გამომდინარე ნაგავია. გესმით რას ვგულისხმობ? ეს მეტაფორას ჰგავს. მივალ ბერნაბეუზე, ილიას სახეში დავარტყამ, შემდეგ კი გუნდის ნახევარს ვცემ, თუ საჭირო გახდება, მაგრამ ქამარს სახლში წავიღებ.

არ მომწონს მადრიდის რეალი ისეთი, როგორიც არის. ჩვენ მათთან ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი წავაგეთ.(პედი პიმბლეტი ლივერპულის გულშემატკივარია. ავტორი) თოფურია რეალის გულშემატკივარი არ არის. ის ყალბია, როგორც მისი გამომწერების ნახევარი. დამტკიცებულია, რომ ნახევარზე მეტი ბოტია. ის ყველაზე ყალბი ადამიანია და მაკგრეგორის იმიტაციაა. ეს ჭკუიდან მშლის. ის არც ქართველია, არც ესპანელი. გერმანიაში დაიბადა და გერმანელია.“

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკული მედია აქტიურად განიხილავს ილიას და პედის ბრძოლას. ამის შესახებ ინფორმაცია მაგალითად Cageside Access-მა გაავრცელა. მათი თქმით, ქართველისა და ბრიტანელის დაპირისპირება 2026 წლის 10 იანვარს, UFC 324-ზე, ლოს-ანჯელესში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უმარი: მერაბი იანს დაამარცხებს, მაგრამ ეს ერთ რამეზე იქნება დამოკიდებული
უმარი: მერაბი იანს დაამარცხებს, მაგრამ ეს ერთ რამეზე იქნება დამოკიდებული