„2026-ში ჩემპიონი უნდა გავხდე და 2029-მდე ქამარი დავიცვა“ - უმარის გეგმები
უმარ ნურმაგომედოვი 2026 წელს გეგმავს, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდეს.
– ხედავ თუ არა საკუთარ თავს ჩემპიონად 2026 წელს?
„2026 წელს ჩემპიონი უნდა გავხდე. აუცილებლად. ეს წელი ჩემი უნდა იყოს. 2026 წელს ჩემპიონი უნდა გავხდე და ტიტული 2029 წლამდე შევინარჩუნო. ეს არის ჩემი უახლოესი გეგმა”,
– განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.
უმარი 2025 წლის იანვარში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა და ქამარზე თავისი პირველი მცდელობა წარუმატებლად დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას 25 ოქტომბერს, UFC 321-ზე გამართავს და მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. აღნიშნული ღონისძიების მთავარი დაპირისპირება ტომ ასპინალისა და სირილ განის ჩხუბი იქნება.