ბაუტისტა: მერაბმა აჩვენა, თუ როგორ უნდა დაამარცხო უმარი, ამას გაამოვიყენებ
მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის გამართული ბრძოლა მარიო ბაუტისტას საწვრთნელ ბანაკში გამოიყენეს, როგორც თვალსაჩინო სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოხვიდე გამარჯვებული რუს მებრძოლთან დაპირისპირებიდან.
ამასთან, ამერიკელი ეთანხმება მსაჯთა გადაწყვეტილებას, რომლებმაც გამარჯვება მერაბს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიანიჭეს და მას სადავოდ არ მიიჩნევს.
„ვფიქრობ, მერაბმა მოიგო ის ბრძოლა. მეჩვენება, რომ მან მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები დამაჯერებლად მოიგო. ცოტა სანახაობა, ბრძოლის დამაჯერებელი კონტროლი – გამარჯვება მერაბს მივანიჭე. მესამე რაუნდიდან დაწყებული, მერაბმა ზეწოლა დაიწყო და ამით გარკვეული შაბლონი დაადგინა. აჩვენა, როგორ უნდა დაამარცხო ნურმაგომედოვი.
სხვას არავინ უბრძოლია უმართან. ასე რომ, მთავარია, დაიცვა შენი გეგმა, არ იფიქრო იმაზე, საიდან არის ის, რომელი დარბაზიდან, და ასე შემდეგ. უბრალოდ უნდა გახვიდე და აჩვენო შენი საუკეთესო ბრძოლა.
ბრძოლა აუცილებლად პარტერში გადავა, იქნება მომენტები, როდესაც ის იქნება წინ, მომენტები, როდესაც მე ავიღებ ინიციატივას, და პირიქით. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდის ჩვენს ბრძოლას ასეთ საინტერესოს. ჩვენ ორივე მრავალმხრივები ვართ, ძლიერები ყველა ასპექტში – ასე რომ, ეს ძალიან ამაღელვებელი დაპირისპირება იქნება“,
– განაცხადა ბაუტისტამ პრესასთან საუბრისას აბუ-დაბიში.
სუპერმსუბუქ წონაში ნურმაგომედოვსა და ბაუტისტას შორის ბრძოლა, რომელსაც პოტენციური საპრეტენდენტო სტატუსი აქვს, UFC 321-ზე მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც 25 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.