ალექსანდრე თოფურია, ბეკზატ ალმახანი
Aa
Aa

ალმახანი: “თოფურიას დაფინიშება მინდა და ამას გავაკეთებ“

როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურიას მომავალი მეტოქე ბეკზატ ალმახანი გახლავთ, რომელმაც ქართველ მებრძოლზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ყაზახმა ალექსანდრე სუსტი მხარეები კარგად იცის და აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა.

ალმახანი:

„ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა ალექსანდრეს სუსტი მხარეები ვიცი. ზოგადად, ის ყველა ასპექტში კარგია და ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანი მებრძოლია. ვფიქრობ, გულშემატკივრები ჩემს ჭიდაობას არასათანადოდ აფასებენ.

ჩემმა თანაგუნდელებმა კარგად იციან, რომ ჭიდაობაში თავდაჯერებული ვარ. ძალიან მინდა თოფურიას დაფინიშება და გპირდებით ამას გავაკეთებ.“

ცნობისთვის, ბეკზატის და თოფურიას ბრძოლა 22 ნოემბერს არის ჩანიშნული, რომელიც კატარში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ UFC-ში ერთი ბრძოლა უკვე გამართა და გამარჯვებით დაასრულა. რაც შეეხება ალმახანს, ყაზახმა UFC-ის ოქტაგონი 2-ჯერ გამოსცადა და ერთხელ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარი: მერაბი იანს დაამარცხებს, მაგრამ ეს ერთ რამეზე იქნება დამოკიდებული
უმარი: მერაბი იანს დაამარცხებს, მაგრამ ეს ერთ რამეზე იქნება დამოკიდებული