გიორგი სარდალაშვილი საქართველოს მასტერსის გამარჯვებულია
თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ისტორიაში პირველად საქართველოს მასტერსი გაიმართა, რომელშიც თანამედროვე ქართული ძიუდოს ვარსკვლავებმა და ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მიიღეს.
ტურნირის ჩემპიონი 10 წონით კატეგორიაში გამოვლინა, -60 კგ. წონითი კატეგორიის გამარჯვებული კი „კრისტალბეთის“ ამბასადორი, გიორგი სარდალაშვილი გახდა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალამდე ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, საჩემპიონო ბრძოლაში კი კი ჯაბა პაპინაშვილს დაუპირისპირდა და ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იპონით დაამარცხა.
გიორგი სარდალაშვილის გარდა, ჩემპიონები -66 კგ. წონაში თორნიკე გიგაური, -73 კილოგრამში გიორგი ტერაშვილი, -81 კგ. წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილი, -90 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი, -100 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილი და +100 კილოგრამში ირაკლი დემეტრაშვილი გახდნენ.