ულან-ბატორის გრანდ სლემი | სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მონღოლეთში ულან-ბატორის გრანდ სლემი დაიწყო და ტურნირის პირველ დღეს, ქართველ ჯუდოკას, გიორგი სარდალაშვილს ბრინჯაოს მედლის დასაკუთრების შანსი აქვს. სარდალაშვილი მეოთხედფინალში ბალაბაი აღაიევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
წაგების შემდეგ გიორგი იუნგ ვეი იანს დაუპირისპირდა და მეტოქის მიერ გამოყენებული აკრძალული ილეთის შემდეგ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე ადგილობრივი სუხბეტ ბიამბასურენი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 13:00-დან დაიწყება.
სარდალაშვილმა პირველი შეხვედრა დავიდ სტარკელის წინააღმდეგ გამართა და ვაზარით მოიგო, მეორე რაუნდში კი ყაზახი ამან ბაკიტჟანი იუკოთი დაამარცხა. მის გარდა, დღეს ვაჟა მარგველაშვილმა, ჯულიეტა როდონაიამ და თორნიკე გიგაურმა იასპარეზეს. გიგაურმა ნიზამი იმრანოვთან წააგო, მარგველაშვილმა — რამაზან აბდულაევთან, როდონაიამ — ფრანჩესკა მილანისთან.