„არ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხოს იანმა მერაბი“ - ჰენრი სეხუდო
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, ჰენრი სეხუდომ მერაბისა და პიოტრ იანის რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გზას, რომლითაც იანი ქართველი „მანქანის“ დამარცხებას შეძლებს.
რას ამბობს სეხუდო:
„ვერ ვხვდები, როგორ შეძლებს პიოტრი მერაბის დამარცხებას. მერაბი ახლა საერთოდ სხვა დონეზეა. ვფიქრობ, იანის გამარჯვების ერთადერთი შანსი ნოკაუტია. მას, ალბათ, შეუძლია მერაბს ტანში დაარტყას და მისი დაღლა სცადოს, მაგრამ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ის არის, რომ თავიდანვე წინ წავიდეს და მისი დანოკაუტება სცადოს. პიოტრს მერაბთან ჭიდაობაში შანსი არ ექნება.“
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის 7 დეკემბერს გაიმართება. ასევე გეტყვით, რომ ქართველი და რუსი მებრძოლები ერთმანეთს გასული წლის თებერვალში შეხვდნენ და მაშინ „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.