შერმადინი დაბრუნდა - 4 ქულა უნიკახასთან და ტენერიფეს გამარჯვება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე უნიკახას ესტუმრა და მარტივად 90:75 დაამარცხა.
გარკვეული პაუზის შემდეგ, პარკეტს გიორგი შერმადინი დაუბრუნდა, რომელმაც უნიკახას წინააღმდეგ 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
ვეტერანმა ქართველმა მატჩის მიმდინარეობისას 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 3 გამოუვიდა.
2 საჯარიმო ტყორცნიდან 1 ჩააგდო. 3 მოხსნიდან კი სამივე საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში კი მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ლაგუნა ტენერიფეს 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი ბასკეტ სარაგოსას უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 29 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.
???? La Laguna Tenerife 'toma' el Martín Carpena con una exhibición coral ‼️
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 21, 2026
????¡Tremendo!
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/cW6pbsWbBN