პსჟ, ნიცა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას 3 გოლის გატანა შეეძლო - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ნიცას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. სუპერ აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც რიგ ეპიზოდებში არ გაუმართლა.

ქართველ ფეხბურთელს პირველ ტიამში ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. პირველ ორ მომენტში მას ნიცას მეკარემ აჯობა, ხოლო მესამე ეპიზოდში მისი დარტყმა ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა.

ანგარიში 42-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარი კვლავ პარიზელთა უპირატესობით წარიმართა. 48-ე წუთზე დუემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ხვიჩამ კი პრე-ასისტი მიითვალა.

69-ე წუთზე ხვიჩამ შორეული დარტყმით ნიცას კარი აიღო, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. 81-ე წუთზე თავი დრო ფერნანდესმა გამოიჩინა, ხოლო საბოლოო წერტილი 85-ე წუთზე ზაირ-ემერიმ დასვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ში. 22 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა
გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა