ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 8 ქულა - ოსტენდემ დიდი სხვაობით მოიგო

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 26-ე ტურში „ოსტენდემ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე იცავს, სტუმრად „აალსტი“ 19-ქულიანი სხვაობით, 109:90 დაამარცხა. გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს კლუბები სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან და უშუალო კონკურენტის ძლევით ოსტენდელებმა მეორე პოზიცია განიმტკიცეს.

მერკვილაძე შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ალექსანდრემ ოთხიდან ორი სამქულიანი და ერთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი საერთოდ არ უსვრია. მან სამივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 19 მოგებითა და 6 წაგებით „ოსტენდე“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ანტვერპენს“ ჩამორჩება. მომდევნო ტურში ალექსანდრე მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „დენ ჰელდერს“ შეხვდებიან და მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ყველას ოჯახს დიდ პატივს ვცემ“ - ბითაძემ დონჩიჩს უპასუხა
“ყველას ოჯახს დიდ პატივს ვცემ“ - ბითაძემ დონჩიჩს უპასუხა