ლევან შენგელია, ოფი
Aa
Aa

შენგელიას საგოლე პასი - ოფიმ სეზონის მატჩი მოიგო

საბერძნეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო, 26-ე ტურში, ლევან შენგელიას „ოფი“ სტუმრად „არისს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და „ოფის“ პირველ გოლში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 36-ე წუთზე შენგელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და  თანაგუნდელ ნუსს გაატანინა, რითაც ოფი დაწინაურდა.

58-ე წუთზე კი სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოდ, 2:0 მოიგეს. ლევან შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა.

საბერძნეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ლევან შენგელიამ „ოფის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და დღეს მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ოფიმ“ რეგულარული სეზონი 32 ქულით მე-6 პოზიციაზე დაასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს, მეტოქეები კი  „ლევადიაკოსი“, „ვოლოსი“ და „არისი“ იქნებიან. კონფერენს ლიგის ჯგუფი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შემდეგ მთავარ გუნდთან აღარ მივარჯიშია“ - გულიაშვილის თანაგუნდელი კრიშტიანუზე
„მას შემდეგ მთავარ გუნდთან აღარ მივარჯიშია“ - გულიაშვილის თანაგუნდელი კრიშტიანუზე