დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„ერთი და იგივეს ასჯერ ვიმეორებ“ - უაითი ჯონსის თემამ გააბრაზა

ლეგენდარულ მებრძოლს ჯონ ჯონსსა და UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს დენა უაითს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ლონდონის ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ბოუნსის“ განცხადება გავრცელდა, სადაც მან ისაუბრა, რომ ალექს პერეირასთან შესაძლო ბრძოლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა UFC-ის წარმომადგენლებმა მიზერული ჰონორარი შესთავაზეს, რის გამოც ყველაფერი ჩაიშალა. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა უაითს ევლოევი-მერფის ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რამაც საკმაოდ გააღიზიანა.

დენა უაითი

ჯონსმა თქვა, რომ თეთრ სახლში ბრძოლის სანაცვლოდ მას 15 მილიონი დოლარი შევთავაზეთ? ამ ქარდზე მისი ჩხუბი საერთოდ არ იგეგმებოდა, რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე? ზედიზედ ორი პრესკონფერენციაა ამაზე მიწევს საუბარი. ჩემმა ბიჭებმა მოინიშნეს ივნისისთვის ხელმისაწვდომი ბრძოლები, მე კი მათგან საუკეთესოები შევარჩიე. ჯონი ამ ქარდზე ვერანაირი ჰონორარის სანაცვლოდ ვერ მოხვდებოდა.

ცნობისათვის, ჯონ ჯონსმა რამდენიმე თვის წინ აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა თეთრ სახლში ბრძოლის სურვილს მაინც არ მალავდა და როგორც ახლა აცხადებს, ის გაცილებით ნაკლებს ითხოვდა, ვიდრე მოქმედი ჩემპიონი ტომ ასპინალი, მაგრამ ორგანიზაციამ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. შედეგად მივიღეთ ის, რომ თეთრ სახლში მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთის ალექს პერეირა და სირილ განი იბრძოლებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს UFC-ის ნამდვილი სირცხვილია“ - ასპინალის მენეჯერი ალაპარაკდა
„ეს UFC-ის ნამდვილი სირცხვილია“ - ასპინალის მენეჯერი ალაპარაკდა