რომან დოლიძე
Aa
Aa

მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით | დოლიძე ლეროი დანკანთან დამარცხდა

ლონდონში გამართულ Fight Night-ზე UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ინგლისელ კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა.

პირველ და მეორე რაუნდში ლეროი დანკანი დოლიძეზე უკეთესად გამოიყურებოდა, მესამეში კი რომანმა მეტოქის გადაყვანა და გაკონტროლება შეძლო, თუმცა საქმე მაინც მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა - ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ლეროი დანკანს ერგო - 29-28, 29-28, 29-28.

„კავკასიელისთვის“ ეს მეხუთე მარცხია (15 გამარჯვებით), დანკანის რეკორდი კი ამ მოგების შემდეგ 14-2 გახდა.

ბრიტანელმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, დოლიძეს კი ზედიზედ სამი მოგების შემდეგ (ენტონი სმიტი, კევინ ჰოლანდი, მარვინ ვეტორი), ორი მარცხი აქვს (ენტონი ერნანდესი და კრისტიან ლეროი დანკანი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Karate Combat 60: ლიანა ჯოჯუას ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა
Karate Combat 60: ლიანა ჯოჯუას ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა