მეცი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცმა რენთან ქულა აიღო - ქართველებიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ქართველების „მეცი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა. 6 თებერვლის შემდეგ, „მეცმა“ პირველად შეძლო ქულის მოპოვება, მაგრამ გამარჯვებას კვლავ ვერ ახერხებს. ქართველების გუნდმა ლიგა 1-ში ბოლოს 9 ნოემბერს მოიგო და მას შემდეგ, 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ლიგა 2-ში დაქვეითებას, პრაქტიკულად განაღდებული აქვთ.

დღევანდელ შეხვედრაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლის გატანის არ შანსი და არც მცდელობა არ ჰქონია. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი 85-ე წუთზე შეცვალა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას და გიორგი აბუაშვილს, ორივე ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყვნენ, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილან.

გიორგი წიტაიშვილის დეტალური სტატისტიკა კი ასეთი იყო - ბურთთან 31 შეხება, 0 დარტყმა, 16-დან 11 ზუსტი პასი (69%), 8-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 2 საკვანძო პასი, სახიფათო სიტუაციის 2 განმუხტვა. Sofascore-ის შეფასება - 6.6 ქულა.

გიორგი წიტაიშვილი რენის წინააღმდეგ

27 ტურის შემდეგ, „მეცს“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 14 ქულა აქვს და კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდს სამშვიდობო ზონას 13 ქულა აშორებს, პლეი-ოფის ზონაში მყოფ „ოსერს“ კი 8 ქულით ჩამორჩება. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს 5 აპრილს გამართავს, მეტოქე კი მე-17 ადგილოსანი „ნანტი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე შესვენებაზე შეცვალეს - ფროზინონემ სუდტიროლს მოუგო
კვერნაძე შესვენებაზე შეცვალეს - ფროზინონემ სუდტიროლს მოუგო