გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძე შესვენებაზე შეცვალეს - ფროზინონემ სუდტიროლს მოუგო

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის სერია B-ს 32-ე ტურში „ფროზინონემ“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. გიორგი კვერნაძემ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „სუდტიროლი“ 3:1 დაამარცხეს და ლიდერ „ვენეციასთან“, რომელმაც „მონცასთან“ ფრედ ითამაშა, ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირეს. სტუმართა შორის თითო ბურთი ანტონიო რაიმონდომ, ჯაკომო კალომ და ფარეშ გედემისმა გაიტანეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი „ფროზინონეს“ მეკარე ლორენცო პალმიზანი აღიარეს, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

რაც შეეხება კვერნაძეს, 23 წლის ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, რის გამოც შესვენებაზე შეცვალეს. 45 წუთის განმავლობაში გიორგის კარისკენ არ დაურტყამს, საკვანძო გადაცემა არ შეუსრულებია და პასები 86-პროცენტიანი (7-დან 6) სიზუსტით გაანაწილა. მისი დრიბლიგის სამი მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ ერთი იყო, ბურთს 23-ჯერ შეეხო, ორიდან ორი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, 38-ე წუთზე გააფრთხილეს და ათბალიანი სისტემით 6.5 მეათედი შეფასება მიიღო.

ცნობისათვის, ყველა ტურნირზე გამართულ 32 მატჩში, საიდანაც 27 ძირითადში დაიწყო, გიორგი კვერნაძის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ფროზიონე“ კი 32 ტურში დაგროვებული 65 ქულით იტალიის სერია B-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა
გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა