მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თუ ნოკაუტი არ იქნება, მერაბი იანს დაგლეჯს“ - უმარ ნურმაგომედოვი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რუსმა მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი გააკეთა.

„პიოტრ იანთან პირველი ჩხუბის შემდეგ მერაბი გაცილებით უფრო ძლიერია. სენდჰეგენთან ბრძოლაში დვალიშვილმა აჩვენა, რომ შეუძლია, მთელი ღამე იჭიდაოს. ეს იანისთვის დიდი პრობლემა იქნება.

პიოტრი თეიქდაუნებისგან თავს კარგად ვერ იცავს, მაგრამ მერაბის დანოკაუტება შეუძლია. თუმცა, თუ ნოკაუტი არ იქნება, მერაბი იანს უბრალოდ დაგლეჯს“.

შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის პირველი ჩხუბი 2023 წლის მარტით თარიღდება. მაშინ „მანქანამ“ რუს მებრძოლს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. ამჯერად, მათ შორის რევანში დეკემბერში, UFC 323-ზე შედგება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლება.

აქვე გეტყვით, რომ ეს ჩხუბი მერაბისთვის მიმდინარე წელს მეოთხე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რასაც ის აკეთებს, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია“ - რუსმა მებრძოლმა დვალიშვილი შეაქო
„რასაც ის აკეთებს, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია“ - რუსმა მებრძოლმა დვალიშვილი შეაქო