უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ამაში გასაკვირი და სასაცილო არაფერია“ - უმარი მერაბთან მიღებულ ტრავმაზე

მერაბ დვალიშვილთან წაგებული საჩემპიონო ორთაბრძოლის დასრულებისთანავე უმარ ნურმაგომედოვმა ჯერ განაცხადა, რომ მარცხს არ იმსახურებდა და თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა. თუმცა, შემდეგ „პირველი ჩვენება“ შეცვალა და უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ამ შეხვედრის ჩხუბი ტრავმირებული ხელით მოუწია, რამაც კიდევ უფრო დიდი დაცინვა გამოიწვია. ამ ყველაფერზე ნურმაგომედოვმა სულ ახლახანს ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ამაში არარეალური და სასაცილო არაფერია - ტრავმები სპორტის განუყოფელი ნაწილია და ამის კონტროლი უბრალოდ შეუძლებელია. სამაგიეროდ შეგიძლია საკუთარი თავი აკონტროლო და მსგავსი წარუმატებლობის შემდეგ თავი კი არ დახარო, პირიქით უფრო სიამაყით განაგრძო გზა. მე თავი მაღლა ავწიე, რადგან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები“.

შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი ოქტაგონს 25 ოქტომბერს დაუბრუნდება და UFC 321-ის ღონისძიებაზე მისი მეტოქე მარიო ბაუტისტა იქნება, რომელსაც შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 18 ჩხუბიდან 16 აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რემატჩში მერაბი უმარს გაანადგურებს“ - დვალიშვილის მწვრთნელის კომენტარი
„რემატჩში მერაბი უმარს გაანადგურებს“ - დვალიშვილის მწვრთნელის კომენტარი