„ამას არ შევეგუებით“ | ლანსს პსჟ-თან მატჩის გადადება არ სურს
„ლანსის“ მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი „პარი სენ-ჟერმენთან“ ლიგა 1-ში დაგეგმილი მატჩის გადატანის წინააღმდეგია. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.
პსჟ-სა და ლანსის მატჩი 11 აპრილს უნდა გაიმართოს. 8 აპრილს პარიზელები „ლივერპულს“ მიიღებენ, 14 აპრილს კი „ენფილდზე“ ესტუმრებიან.
პიერ საჟი:
„ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. ხუთშაბათს საფრანგეთის თასზე „ლიონთან“ ვითამაშეთ, შემდეგ კი კვირას „მეცს“ შევხვდით. მესმის, რომ დასვენებული პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო კარგად ითამაშებს. ეს „ჩელსისთან“ მატჩებშიც გამოჩნდა.
პსჟ წარმატებულად ასპარეზობს რამდენიმე ტურნირზე და ასეთ რამეს [მატჩის გადატანას] არ შევეგუებით“.
ცნობისთვის, „ლანსი“ 59 ქულით ლიგა 1-ის პირველ ადგილზეა, პსჟ კი 57 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.