პეპ გუარდიოლა, ნიკო ორაილი
Aa
Aa

გუარდიოლას მე-19 მანჩესტერული ტიტული - სიტიმ არსენალი დაამარცხა

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ლიგის თასი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მეცხრედ მოიგო. „უემბლის“ სტადიონზე გამართულ ტურნირის ფინალში „ქალაქელებმა“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი „არსენალი“ 2:0 დაამარცხეს, რის შემდეგაც ამ ტურნირის ისტორიაში რიგით მეორე წარმატებული კლუბი გახდნენ. „სიტიზე“ მეტჯერ ქვეყნის ლიგის თასი მხოლოდ „ლივერპულს“ (10) აქვს მოგებული.

მანჩესტერელებმა ლონდონელების კარში ორი ბურთი ოთხწუთიან ინტერვალში გაიტანეს. მე-60 წუთზე ანგარიში ნიკო ო’რაილმა გახსნა, ხოლო ცოტა ხანში მანვე მატეუშ ნუნიეშის პასი გამოიყენა, დუბლი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პეპ გუარდიოლასთვის ინგლისში მუშაობის ათწლიანი პერიოდის მანძილზე რიგით მე-19 ტიტული იყო. პეპმა „მანჩესტერ სიტის“ 6-ჯერ პრემიერლიგა, 5-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი, 2-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა.

ცნობისათვის, ეს გუნდები წლევანდელ სეზონში კიდევ ერთხელ 19 აპრილს შეხვდებიან, როდესაც „ეტიჰად სთედიუმზე“ მანჩესტერელები „მეთოფეებს“ ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილება კულისებში მიიღეს, მსოფლიო დღეს ასე იქცევა“ - პეპი აფრიკის თასზე
„გადაწყვეტილება კულისებში მიიღეს, მსოფლიო დღეს ასე იქცევა“ - პეპი აფრიკის თასზე